„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

2022 წელი - პოლიტიკური უკუსვლა და დროებითი ეკონომიკური წინსვლა

30.12.2022 ნახვები: 762

პოლიტიკური თვალსაზრისით მილევადმა წელიწადმა მემკვიდრეობად დიდი უკუსვლა დატოვა - სწორედ 2022 წელს საქართველო მნიშვნელოვნად ასცდა დასავლურ ვექტორს.

თუმცა, პარალელურად გაირკვა ერთი ნიშანდობლიბი გარემოება - თუ თქვენ ცდილობთ ქოცების საქმიანობაში პოლიტიკური მოტივების აღმოჩენას, პრორუსულ თამაშს, ან რაღაც ტიპის ღრმა გეოპოლიტიკურ წიაღსვლებს - ტყუილად კარგავთ დროს. არანაირი ღრმა იდეები ამ კოოპერატივში არ არსებობს - არც დადებითი და არც უარყოფითი.

ქოცები მოქმედებენ საბაზო ინსტინქტების დონეზე - თვითგადარჩენა, ჭამა, გამრავლება - და ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებაზე. თუ ევროპული ორიენტაცია ამას არ უპირისპირდება - ისინი პროევროპელები იქნებიან, ხოლო რადგანაც რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს - მასთან მუდმივი „ფრთხილად ყოფნის რეჟიმში“.

დაუკვირდით როდის დაიწყო ყველაზე აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა საქოცეთში - როდესაც შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილს ფულის დაბრუნებაზე უარი უთხრა, და მან ამაში დასავლეთის მხრიდან ირიბი სანქციების ნიშანი დაინახა.

ასევე 2022 წელმა ჩაიარა თეზისით ქვეშ, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩათრევა სურს - ამ შემთხვევაში სახეზეა მიზანი შიდა მოხმარებისთვის -  საკუთარი ამომრჩევლის ზომბირება და ისეთი აზრის დამკვიდრება, თითქოს მხოლოდ ქოცობას შეუძლია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ხოლო ყველა დანარჩენი - ომის, ნგრევის და მეორე ფრონტის პარტიაა.

არ გეგონოთ ამით რუსეთისკენ ნაბიჯი გადადგეს  - ეს ზედმეტად ღრმა მოტივაცია იქნებოდა ქოცობისთვის - მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენა, ჭამა და გამრავლება.

2022 წელს ქოცისტანს შეემატა 2 პოლიტპატიმარი - ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. აქაც არ უნდა აგვერიოს მოტივაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ნიკა გვარამია არის ბიძინას პირადი პატიმარი. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი იმდენად შეიჭრა თავის ოპოზიციურობაში პირადში, რომ მისი დაპატიმრებაც სწორედ პირადი ანგარიშსწორებაა და არა პოლიტიკური მიზანშეწონილება.

სააკაშვილზეც ხშირად ამბობენ, რომ ის პუტინის პატიმარია და მისი ციხეში ყოფნა, სწორედ რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთაა.  ესეც გადაჭარბებულია - ქოცებს სულ არ სჭირდებათ პუტინის მითითება იმისთვის, რომ მიშა ციხეში დაალპონ, მით უმეტეს დღეს, როდესაც პუტინი უკრაინაშია გაჭედილი და სხვა საკითხებზე არც ფიქრობს. მათ თავისი უსაზღვრო და უკიდეგანო ზიზღი ეყოფათ.

თანაც, ოცნება წლების მანძილზე ასრულებდა დასავლელი პარტნიორების წინაშე აღებული არაფორმალურ ვალდებულებას და არ ცდილობდა სააკაშვილის ხელში ჩაგდებას. მაგრამ ის თვითონ ჩამოვიდა და ლამის ძალით ჩაუვარდა ხელში, აწი ისინი მას გარეთ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებენ, სულ რომ 50 კილოგრამამდე გახდეს.

დღეს უკვე აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ საბაზო ინსტინქტები დასავლურ გზასთან წინააღმდეგობაში შევიდა - ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის საჭიროა რეფორმების ჩატარება, რეფორმები კი ქოცების მიერ ხელისუფლების დაკარგვით დასრულდება. ამიტომაც, გასაგებია რა გზას დაადგნენ ისინი 2022 წელს და რა გზას მიჰყვებიან 2023-ში. მეტი ანტიდასავლური რიტორიკა, ევროკავშირის და ამერიკის მეტი გინება, მეტი ბრალდებები და მეტი „ომი გინდათ?“.

2022 წელს თავად განგება დაეხმარა ოცნების ხელისუფლებას. 24 თებერვალს საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები ძალზე არასახარბიელოდ გამოიყურებოდა - ორ მსხვილ სავაჭრო პარტნიორს და ტურისტების ნაკადების წყაროებს შორის ომი კარგი გამოსავლისთვის არანაირ სივრცეს არ ტოვებდა. ქვეყანამ დაიწყო მზადება ღრმა კრიზისისთვის, ლარის კურსი კი რამდენიმე დღეში 3.10-დან 3,50-მდე ჩამოქვეითდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ქოცებს ბედმა გაუღიმა - ისე, როგორც აქამდე არასდროს გაუღიმია. სრულიად მოულოდნელად საქართველო გახდა რუსული მიგრაციის და საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრი.

დღეს ღარიბაშვილი ამას საკუთარი მთავრობის ჭკვიანურ და თანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებს, თუმცა, სინამდვილეში ხელისუფლებას ამ ახალ რეალობასთან არანაირი შეხება არა აქვს - რუსები ჩამოვიდნენ საქართველოში მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მათთვის უფრო მარტივი და მოხერხებული იყო, ძირითადად, ძალზე ლიბერალური სავიზო პოლიტიკის წყალობით.

მეტიც - საეჭვოა, რომ, „ქართული ოცნება“ შეძლებს ამ შანსის გამოყენებას გრძელვადიან პერსპექტივაში - მიგრანტებისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მათ სხვა ქვეყნებში გამგზავრებაზე არ იფიქრონ და სატრანსპორტო კომპანიებმა რუსული მარშრუტების გახსნის შემდეგ მოისურვებენ ქართულ დერეფანში დარჩენა.

წლის ბოლოს საქართველოს მიეცა კიდევ ერთი შანსი, რომელსაც ის ასევე სავარაუდოდ ვერ გამოიყენებს - ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე სატრანზიტო ელექტროკაბელის აშენებას. ეს ინფრასტრუქტურა მისცემს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალებას.

თუმცა, საქართველო ამ პროექტშიც ჩაფლავდება - ვარლამისებრების აზრისადმი ჭარბი ქოცური ყურადღების გამო ქვეყანას ენერგიის საექსპორტო სიმძლავრეები არ გააჩნია და მისი მონაწილეობა ამ იდეაში ტრანზიტით შემოიფარგლება.

ასე რომ, 2022 წელს პოლიტიკაში დიდი უკუსვლა იყო, ეკონომიკაში პირიქით, გარკვეული წინსვლა, მაგრამ მოკლევადიანი და ისეთი, რომელიც სამომავლოდ ქვეყნის რეალური აღორძინებისთვის უსარგებლო იქნება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა