4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

ნახვები: 496 ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა „დოჟდის“ ეთერში საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის შესახებ, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“ - განუცხადა გროზევმა ტელეკომპანიას.

გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია პოლიტიკოსის ნიმუშები, გაიარა კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია, სავარაუდოდ, არსებობდა.

გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივი - სააკაშვილი „შეყვანილია „ეფ-ეს-ბე“-სა და „სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს“ მტრების წრეში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“.

ცნობისთვის, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ხრისტო გროზევს მიმართა. სააკაშვილი მიმართვაში საუბრობს იმაზე, რომ „საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა» მის თმასა და ფრჩხილებში და გროზევს მოუწოდებს, თუ შეუძლია გამოიძიოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები, რაც სააკაშვილის შეფასებით მნიშვნელოვანი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა