4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ჯამო მოგზაურებს ურჩევს პირბადე ატარონ, მიზეზად „ომიკრონის” ქვეტიპის სწრაფი გავცელება სახელდება

ნახვები: 496 ჯამო მოგზაურებს ურჩევს პირბადე ატარონ, მიზეზად „ომიკრონის” ქვეტიპის სწრაფი გავცელება სახელდება

„ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე. 

ექსპერტების ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი მცირე რაოდენობით, მაგრამ სწრაფად ვრცელდება.

ჯამოს რეკომენდაციაა, რომ მგზავრებმა ხანგრძლივი ფრენების დროს ატარონ პირბადე.ეს რეკომენდაცია უნდა გაიცეს ყველა მგზავრისთვის, რომელიც იმ ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც „კოვიდ-19“ ფართოდ ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ.
„როიტერის“ ცნობით, ამ კვირაში აშშ-ში აღრიცხული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 27% -ზე მეტი „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს წარმოადგენდა.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 10 იანვარს გასცა პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია  ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა