ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა - უკრაინის თავდაცვის სადაზვევრვო სამმართველო

ნახვები: 509 ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა - უკრაინის თავდაცვის სადაზვევრვო სამმართველო

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ახალდანიშნულ მეთაურს ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა. ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაშისტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე – ეს დონბასია. მორიგი ვადები, რომლებსაც ის განსაზღვრავს უკვე გერასიმოვისთვის, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ხელმძღვანელისთვის – ეს არის მარტის თვემდე დონბასის დაკავების და იქ უსაფრთხოების გარკვეული ზონის ჩამოყალიბების მიზანი. ეს პირველი ვადები არაა. ყოველ ჯერზე ამ ვადების გადატანა ხდებოდა. უკვე წელი ხდება ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან, რაც ისინი „სამ დღეში კიევს იღებენ“. არაფერი გამოუვათ ამჯერადაც“, – განაცხადა იუსოვმა.

სამმართველოში აცხადებენ, რომ პუტინს არ უთქვამს უარი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების როგორც ერის განადგურების გეგმებზე.

უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პუტინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის ამზადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა