უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ლევან ხაბეიშვილი - რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა

ნახვები: 553 ლევან ხაბეიშვილი - რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა

არსებობს ერთადერთი გამოსავალი და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„პროცესის დაჩქარების ნაცვლად, ვხედავთ, მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ყველას, მობილიზაციისთვის, მოქმედებისთვის და ბრძოლისთვის მოემზადონ.

„ბრძოლის გარეშე, ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება ქვეყანას გახდის რუსეთის გუბერნიად. საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია – პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისა და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის. სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს – რევოლუციური ცვლიელებები და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, რადგან ქვეყანა  მოღალატეობრივმა ოცნებამ უკვე გადაატრიალა რუსეთისკენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის გადმოტრიალება მაშინ, როდესაც ოპოზიციაშიც საუბარია, რომ არაა ერთიანი?“ – ხაბეიშვილმა აღნიშნა:

„ეს პოლიტიკოსი, ის პოლიტიკოსი მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა საუბარია ქართველ ხალხსა და მის მომავალზე. შესაბამისად, ნებისმიერი ოპოზიციონერი იძულებული გახდება, ჩაერთოს პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის პირობას ვაძლევ ქართველ ხალხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა