ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-სგან დაახლოებით 55.6 მილიონ ევროს მიიღებს

17.01.2023 ნახვები: 539

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დაახლოებით 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას.

პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად. ვიზიტს წინ უძღვოდა 2022 წლის სექტემბერში EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში.

ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა