ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ჟურნალისტები სად არიან? მოკლედ ამ ჯერზეც "ჩაისვარა" უმეტესობამ - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 815 ჟურნალისტები სად არიან? მოკლედ ამ ჯერზეც "ჩაისვარა" უმეტესობამ - გოჩა მირცხულავა
"ასეთი შემთხვევების დროს ვლინდება აშკარად, რას ნიშნავს თემატური ჟურნალისტი. თუმცა თემატური ჟურნალისტები სად არიან? ისიც ვიცი და მესმის, რომ ეს ჟურნალისტების ბრალი კი არ არის, პირველ რიგში პროდიუსერების და რედაქტორების - ეს იდიოტური ფრთიანი ფრაზები ზაფრავს ხალხს, ვინც შინაარსი არ იცის, არ ესმის, მაგრამ უბედურებას ილექავს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
 
 
"მედია მთელი დღე იძახის და წერს - "სერიული მკვლელი". გააზრებული გაქვთ რას წერთ, ან ამ ფრაზის მნიშვნელობა? სულ ცოტა წიგნიერება ხალხო, სულ ცოტა - რაღაც ფრაზა მოგეწონებათ და აიტაცებთ, ეგრე სად არის. მერამდენე მკვლელობა იყო ეს? მესამე, მეოთხე, მეათე, თუ?
ასეთი შემთხვევების დროს ვლინდება აშკარად, რას ნიშნავს თემატური ჟურნალისტი. თუმცა თემატური ჟურნალისტები სად არიან? ისიც ვიცი და მესმის, რომ ეს ჟურნალისტების ბრალი კი არ არის, პირველ რიგში პროდიუსერების და რედაქტორების - ეს იდიოტური ფრთიანი ფრაზები ზაფრავს ხალხს, ვინც შინაარსი არ იცის, არ ესმის, მაგრამ უბედურებას ილექავს.
ან ეს - "ომის სინდრომი" და დიაგნოზები, რემბოს თუ სხვა ფილმების "ანალიზით", ნორმალურია? არ შეიძლება ასე - არა!
სტატისტიკა არის ავღანეთში ნამსახურები ადამიანების ჩადენილი დანაშაულების? იცით რამე ამის შესახებ? და თუ არ იცით, ხვდებით რას აკეთებთ? დღეს საღამოს, ხვალ, ზეგ და სულ (!) ავღანეთში ვისაც უმსახურია იმათმა ოჯახის წევრებმა უნდა იცხოვრონ შიშით. ვინ მოგცათ განზოგადების უფლება, რომელიც ზიანს აყენებს ათასობით ადამიანს და ოჯახს. ახლა ავღანეთში ვისაც უმსახურია იმათი მეზობლების განცდები რა არის?
პატივცემული ფსიქოლოგებმა ტელევიზიებით რომ არიგებთ რჩევებს და საზოგადოებას ჭკუასაც ასწავლით , იქნებ ჯერ უფასო რჩევები მისცეთ მედიას და აუხსნათ რას ნიშნავს საზოგადოებრივი მავნებლობა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით იფუთება.
მოკლედ ამ ჯერზეც "ჩაისვარა" უმეტესობამ...“, -წერს მირცხულავა
 
ცნობისთვის, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში,  ორი აივნიდან უმისამართოდ დაიწყო სროლა. მოკლულია 5 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი. სპეცდანიშნულების გამოჩენის შემდეგ მან თავი მოიკლა. ერთ-ერთი მოკლული პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია.
 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა