ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ბაჩო დოლიძე - ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, პარტიაში წამყვანი კონფიგურაცია შეიცვლება, თუმცა პარტიიდან არავინ არავის აგდებს

ნახვები: 815 ბაჩო დოლიძე - ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, პარტიაში წამყვანი კონფიგურაცია შეიცვლება, თუმცა პარტიიდან არავინ არავის აგდებს

შეურაცხყოფაა, როდესაც გამოვდივართ და ვამბობთ, თურმე რაიონულ ორგანიზაციებს ვინმე აძალებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ნულზე ქვევითაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

ბაჩო დოლიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე რეგიონებში საკრებულოს წევრებს მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს, 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა“.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ახლოვდება ხმის მიცემის პროცესი, კანდიდატები ნერვიულობენ, მათი რეაქცია გასაგები და ბუნებრივია.

„ნერვიულობის ფონზე შეიძლება, ნაჩქარევი განცხადებებიც კეთდებოდეს, სწორედ ასეთ ნაჩქარევ განცხადებას მივაწერდი ამ კონკრეტულ შემთხვევას“, – აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს საარჩევნო პროცესზე, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი ისედაც რთულად მიმდინარეობს:

„საარჩევნო პროცესი რთულად მიმდინარეობს, ამ კონკრეტულმა ეპიზოდმა არ მგონია, დიდი გავლენა მოახდინოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეურაცხყოფაა, როდესაც გამოვდივართ და ვამბობთ, თურმე რაიონულ ორგანიზაციებს ვინმე აძალებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ნულზე ქვევითაა. ეს ასე არ გახლავთ“, – აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, არჩევნების შემდეგ წაგებული მხარე რამდენად შეძლებს გამარჯვებულთან ერთად მუშაობას, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ისინი აუცილებლად განაგრძობენ ერთად მუშაობას, თუმცა წამყვანი პოზიციები შეიცვლება.

„აუცილებლად განაგრძობენ ერთად მუშაობას, რადგან პარტიიდან არავინ არავის აგდებს, ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია აღნიშნულ პარტიაში, მაგრამ პოზიციები, წამყვანი კონფიგურაცია იქნება ნამდვილად შეცვლილი, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. ეს არის ბუნებრივი და არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა