პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ბელარუსის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხის თემის გამწვავება რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციაა - უკრაინის დაზვერვა

ნახვები: 502 ბელარუსის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხის თემის გამწვავება რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციაა - უკრაინის დაზვერვა

კონცეპტუალურად, ბელარუსის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხის თემის გამწვავება, როგორც დაზვერვის მთავარი სამმართველო უკვე იუწყებოდა, არის რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, - - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

"დიქტატორ ლუკაშენკოზე ყველაფერი ვიცით, ბელარუსის რეჟიმის შესახებაც. თუმცა არის ობიექტური რაღაცები: დამრტყმელი დაჯგუფების რაოდენობა, ძალებისა და საშუალებების მზაობა და სხვა მომენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეისთვის ბელარუსის მხრიდან სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის, მისი რუსეთის მხარეს მონაწილეობის, საფრთხე არ არის”, - თქვა უსოვმა.

მისივე თქმით, ვითარების შეცვლის შემთხვევაში “შესაბამისი ინფორმაცია იქნება” და აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევისთვის “უკრაინა მზად არის და ყველა სცენარი შემუშავებული აქვს”.

„ცოტა ხნის წინ ვნახეთ, იგი [ლუკაშენკო] შეხვედრის დროს ლავროვს როგორ ასულელებდა, და ერთი მხრივ, უყვებოდა როგორ უყვარს პუტინი, შემდეგ კი უთხრა, რომ უკრაინის მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავს, და რომ უკრაინა უძლებს, ანუ დიქტატორ ლუკაშენკოს სუიციდალური ქმედებების ჩადენა არ სურს”, - თქვა იუსოვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა