No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

თიბისი კაპიტალი - ტურისტული შემოდინებები მიგრაციის ეფექტის ჩავლით ისტორიულ მაქსიმუმზეა

ნახვები: 1092 თიბისი კაპიტალი - ტურისტული შემოდინებები მიგრაციის ეფექტის ჩავლით ისტორიულ მაქსიმუმზეა

დეკემბრის საგარეო ვაჭრობის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი კვლავ გაუმჯობესდა, უფრო მეტიც, ამჯერად სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც კი, აღნიშნულია თბსკაპიტალის გავრცელებულ ინფორმაციაში.

"აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ძლიერ ზრდასთან ერთად, რაც პრაქტიკულად მთლიანად რე-ექსპორტის მატებით იყო გამოწვეული, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დეკემბრის 167% შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზავნილების მხრივ, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, დინამიკა წინა თვეების მსგავსი იყო. 

აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს 2023 წელს ძლიერი ეკონომიკური აქტივობის მაღალ ალბათობაზე. ამ ფონზე, კითხვაა თუ რამდენად შესრულდება ინფლაციის, განსაკუთრებით ადგილობრივი ფასების კუთხით, და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროგნოზი? თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსი, სულ მცირე ჯამური ინფლაციის მნიშვნელოვანი მოდერაციის მოლოდინებზე მიუთითებს. უფრო მეტიც, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა დამატებით შესუსტდა და ინფლაციით შესწორების შემდეგ, ანუ რეალურ გამოხატულებაში, დეკემბერში მხოლოდ 2% შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა