ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

საგარეჯოს ტრაგიკული ღამის უცნობი დეტალები - დიდი ალბათობით, სისხლისგან დავიცლებოდი

ნახვები: 809 საგარეჯოს ტრაგიკული ღამის უცნობი დეტალები - დიდი ალბათობით, სისხლისგან დავიცლებოდი

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს ერთ-ერთი დაჭრილი ვალერი მათიაშვილი „ იხსენებს, როგორც მათიაშვილი ყვება გიორგი არიშვილმა,  თავდასხმის დროს სამი დაჭრილის სიცოცხლე გადაარჩინა.

„გიორგის დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ, გიორგის და ღმერთის..ღამე, მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად შევედი, როგორც კი გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, მეგობრებთან ერთად ვიყავი და უნდა წამოვსულიყავი, უკნიდან ხალხის ხმა გავიგე, დამაინტერესა, რა ხდებოდა, მანქანიდან გადმოვედი, ალბათ, 10-მდე ადამიანი მორბოდა და ყვიროდნენ – დაიმალეთო. გავიქეცი შიგნით, რომ ლიზა უსაფრთხო ადგილას გამეყვანა, ვეღარ მოვასწარი, როგორც კი შევედი, პირველს მე მომხვდა ფეხში – ლიზამაც დაიწყო ყვირილი, თვალი აღარ მაქვსო.

ჩემმა ზოგმა მეგობარმა სცადა, ზემოთ სახურავზე ასვლა და გადასვლა, მაგრამ მე ასეთი ფეხით იქ ვერ ავიდოდი და ლიზასაც ვერ გადავიყვანდით.. სროლა რომ არ ჩერდებოდა, მივხვდი რომ სასწრაფოს მოსვლას აზრი არ ჰქონდა, არავის დაზოგავდა, ყველას ესროდა, ერთადერთი გამოსავალი იყო – გიორგის დავურეკე.

[გიორგი] რომ არ მოსულიყო, ჩვენ გამომწყვდეულები ვიყავით. სპეცრაზმიც რომ მოვიდა, ოპერაცია ჩაატარა და ყველაფერი დასრულდა, დიდი ალბათობით, მე პირადად ისე დავიცლებოდი სისხლისგან, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იქ შეიძლება დაჭრილები ყოფილიყვნენ. კი ისროლა, მაგრამ, რეალურად, რა მოხდა, ვის მოხვდა, არავინ იცოდა“, – იხსენებს ვალერი მათიაშვილი.

რუსთავი 2

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა