გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი მოკავშირეებს მზაობისთვის, მოგვაწოდონ ძალიან საჭირო ტანკები

ნახვები: 478 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი მოკავშირეებს მზაობისთვის, მოგვაწოდონ ძალიან საჭირო ტანკები

დღეს ძალიან კარგი ამბების დღეა უკრაინისთვის. არსებობს სატანკო კოალიცია. არსებობს გადაწყვეტილება ჩვენი თავდაცვისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით. მადლობა ჩვენს ყველა მოკავშირეს მზაობისთვის, გადმოგვცენ თანამედროვე და ასე საჭირო ტანკები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, აშშ-ის პრეზიდენტს, ბაიდენსა და კონგრესს.

„პირადად ვუხდი მადლობას პრეზიდენტს ბაიდენს, მადლობა კონგრესს, ყველა ამერიკულ ოჯახს ამერიკის გლობალური ლიდერობის ხელშესახები ძალისთვის! მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები.

ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ, ვმუშაობთ თავისუფლების გასაძლიერებლად, უკრაინისა და ევროპის დასაცავად. ეს ახლა მომუშავე ლიდერების ისტორიული მიღწევაა. მთავარი ახლა არის სიჩქარე და მოცულობა. ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე, უკრაინაში ტანკების მიწოდების სიჩქარე და ტანკების მარაგის მოცულობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებენ ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლები, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და უფრო საიმედო იქნება უსაფრთხოების გარანტიების უკრაინისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას მან უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხიც წამოჭრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა