გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

იმ პატარა გოგოზე ბოლოს თხოვნით მივმართე, მე შევიყვან, რადგან ძალიან განიცდის - გიული ალასანია

ნახვები: 796 იმ პატარა გოგოზე ბოლოს თხოვნით მივმართე, მე შევიყვან, რადგან ძალიან განიცდის - გიული ალასანია

„ძალიან ვიწრო წრეა იმ ადამიანების, რომლებიც ვახერხებთ [მიხხეილ სააკაშვილთან] შესვლას, უსაფრთხოების გამო, შვილებსაც არ უშვებდნენ, იმ პატარა გოგოსაც. ბოლოს თხოვნით მივმართე, რომ მე შევიყვან ამ პატარა ბავშვს, იმიტომ, რომ ის ძალიან განიცდის თურმე, არ სძინავს, წამოიძახებს ხოლმე ჩემი შვილის სახელს, ენატრება მამამისი, თუმცა ამ თხოვნაზეც მაინც უარი მოვიდა, უსაფრთხოების გამო და უცებ, ასეთი ამბავი მოხდა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი შვილის კოვიდით დაინფიცირების ამბავი მხოლოდ მისთვის არ აჩენს კითხვებს, ვინაიდან გიული ალასანიას განმარტებით, თავად კლინიკის მედიკოსები არიან დაინტერესებული და მუშაობენ ინფიცირების წყაროს დადგენაზე.

„ინფიცირების ამბავი მარტო ჩემთვის არ აჩენს კითხვებს, რადგან კლინიკის თანამშრომლები, რამდენადაც ვიცი დაინტერესდნენ და ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომელთაც რაიმე შეხება ჰქონდა ჩემს შვილთან..

 

ოვიდსაც რომ თავი დავანებოთ, თითქმის ყოველ დღე გონების დაკარგვის ეპიზოდები ჰქონდა. დაეცემოდა ხოლმე, მერე ბადრაგები შემოდიოდნენ, მოასულიერებდნენ, წამოაყენებდნენ, ამას დრო სჭირდებოდა.

შემდეგ ჩაერეოდა ექიმი და ეს შემთხვევები გახშირდა, რაც ძალიან საშიშია.

ადრე თუ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, ახლა თითქმის ყოველ დღე ხდება.

გარდა ამისა, აქვს გულისრევა. მეუბნება არაფერი მიჭამია, მაგრამ მაინც აქვს გულისრევა. რაც შეეხება ტემპერატურას, დღის პირველ ნახევარში აქვს ხოლმე შედარებით დაბალი, დღის მეორე ნახევარში უკვე 38 გრადუსამდე მიდის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა