გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

დიმიტრი ხუნდაძე: ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს

ნახვები: 479 დიმიტრი ხუნდაძე: ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს

გულწრფელად რომ გითხრათ, არჩევნებში ხაბეიშვილს ვგულშემატკივრობდი, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორედ ის მემეტებოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ ხაბე საკუთარ ამომრჩევლებს ხებეებს ჩააცმევს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან სახალისო რა შემოთავაზება იქნება. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია, რაც წარუმატებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციულია, ყველაფრის მკადრებელია და მისი პატრონებიც, შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა