No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

რუსთავის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, თიბისის მხარდაჭერით, ახალი სახელითა და სიმძლავრით აახლებს მუშაობას

ნახვები: 822 რუსთავის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, თიბისის მხარდაჭერით, ახალი სახელითა და სიმძლავრით აახლებს მუშაობას

რუსთავში, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ამერიკული სტანდარტებით აგებული საწარმო “რუსთავოილის” ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგა. რებრენდინგის შედეგად, საწარმო “სერპენსის” სახელით განაგრძობს ოპერირებას.

დაფუძნების დღიდან, თიბისი კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა, რის შედეგადაც იგი დღემდე პარტნიორებს უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას სთავაზობდა.

აღნიშნული იდეის გაჩენა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ისტორიულად, საქართველოს,  როგორც  სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, რომელიც თავისთავად მოითხოვდა მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობას. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ბიტუმი, რომელიც  აქამდე სრულად იმპორტირებულ ნედლეულს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, როდესაც პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადმოეცა 10 ჰექტრამდე ტერიტორია ქ. რუსთავში, სამრეწველო ზონაში, ხოლო კომპანიის მიერ განხორციელდა ჯამურად დაახლოებით 30 მილიონიანი ინვესტირება.

სახელის ცვლილების გარდა, საწარმო საგრძნობლად ზრდის საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე,  რის შედეგადაც იგი პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებიც და 8-ის ნაცვლად 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, დაცლა და დატვირთა იქნება შესაძლებელი.

„მოგეხსენებათ,  ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მეტწილად განსაზღვრავს გზების ხარისხს.  ჩვენი საწარმო წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, რკინიგზის ჩიხით, ნედლეული მიღების და მისი დიდი მოცულობით დასაწყობების ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე,  ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია.  ჩვენთან იწარმოება სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ექვსი მარკის ბიტუმი, რაც ასფალტის ხარისხს და მის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ზრდის. საწარმოს აქვს საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ასფალტის მწარმოებელს შეუფერხებლად მიაწოდოს ბიტუმი, გამოყენებისთვის ოპტიმალურ კონდიციაში, შეკვეთიდან 1-7 საათის განმავლობაში”, - ირაკლი გოგოლაძე, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსი“-ს წარმომადგენელი.

საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 70-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, იგიგმება  ათამდე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოყვანა, რომელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდება საწარმოს თანამედროვე სტანდარტებით ექსპლუატაცია.

ასევე, უახლოეს პერიოდში ქარხანა დაიწყებს მაზუთის გადამუშავებას, რის შედეგადაც გაიზრდება საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი საბაზო ზეთებით, გაზოილით, გუდრონით და სხვა ნავთობროდუქტებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა