4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

დათო გამცემლიძე: ციხეში მყოფ მიხეილ საააკშვილს არაფრის დიდებით არ აწყობდა ის, რაც მოხდა

ნახვები: 495 დათო გამცემლიძე: ციხეში მყოფ მიხეილ საააკშვილს არაფრის დიდებით არ აწყობდა ის, რაც მოხდა

“მიშას პარტიაში” გაიმარჯვა რადიკალიზმმა, ციხეში, მყოფ მიხეილ საააკშვილს არაფრის დიდებით არ აწყობდა ის, რაც მოხდა, - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არცევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე.

“მიშას პარტიაში” გაიმარჯვა რადიკალიზმმა, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით.

კონცეპტუალურად კი ეგალიტარიზმმა საბოლოოდ დაამარცხა ელიტარიზმი და ეს რეზულტატი აბსოლუტურად ლოგიკურია.

ლევან ხაბეიშვილი, მე მგონი, ვერ აცნობიერებს, რომ ენმ თავმჯდომარე კი არ გახდა უბრალოდ, არამედ გეოპოლიტიკურ ფიგურად იქცა: საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე თუნდაც მცირე, მაგრამ უკვე არა ნაციონალური არამედ გეოპოლიტიკური ფიგურაა.

ახლა ამ “მოსხაპასხუპო” ახალგაზრდას წინაშე ერთი მთავარი გამოწვევაა: უპასუხოს იმ მოლოდინებს მიშასთან დაკავშირებით, რაც თავად შექმნა!

თუ ვერ უპასუხებს, იმაზე მძიმედ და სამარცხვინოდ დაასრულებს, ვიდრე ნიკა მელია“, - აღნიშნავს გამცემლიძე.

მისივე თქმით, ხაბეიშვილის გამარჯვება საავადმყოფგოში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დიდად არ აწყობდა.  

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საავადმყოფოში და არა ციხეში, მყოფ მიხეილ საააკშვილს არაფრის დიდებით არ აწყობდა ის, რაც მოხდა. ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო. როგორც სტრატეგიულად, ასევე ტაქტიკურადაც“, - მიიჩნევს გამცემლიძე და დასძენს,  „ნებისმიერ შემთხვევაში, “ცხელი გაზაფხული” 100 000%-ით “გამოწერილი” გვაქვს, რაკი მიშას “გადაყვანის” ვერდიქტიც ახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა