ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

კახა კალაძე - ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს

ნახვები: 511 კახა კალაძე - ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს

ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, გზავნილები, რომელიც ავსტრიის ფედერალური კანცლერის მხრიდან მოვისმინეთ, რეალობაა.

„გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, რეალობაა. ძალიან მარტივია ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით საქართველოში 2012 წლამდე, სად ვიყავით, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს! ის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვისმენთ, ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის სპეკულაციები და იმ ბინძური პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა