გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი

ნახვები: 480 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი

უკრაინა ემზადება, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.

„დღეს, ისევე როგორც, ფაქტობრივად, ყოველდღე, ჩავატარე რამდენიმე თათბირი სამხედროებთან, დაზვერვის ხელმძღვანელობასთან. დეტალურად განვიხილეთ სიტუაცია, ძირითადი ოპერატიული მიმართულებები და პერსპექტივები. განვიხილეთ ის, რისთვისაც ემზადება ოკუპანტი და ის, თუ რით ვპასუხობთ რუსეთის ასეთ მომზადებასა და რევანშის მცდელობას. ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების ძალები, ხელისუფლება, ჩვენი პარტნიორები – ყველა ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, არამედ ოკუპანტმა დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი. რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას. მე მადლობელი ვარ პარტნიორების, როლებიც ამ პოზიციას მხარს უჭერენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა