უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს

ნახვები: 552 ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს

ევროვიზია 2023-ის მასპინძელ ქალაქ ლივერპულში კონკურსის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს.

საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში სომხეთი, კვიპროსი, რუმინეთი, დანია, ბელგია, ისლანდია, საბერძნეთი, ესტონეთი, ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ლიეტუვა, სან მარინო, სლოვენია და პოლონეთი იმღერებენ.

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: სერბეთი, ლატვია, პორტუგალია, ირლანდია, ნორვეგია, ხორვატია, მალტა, შვედეთი, მოლდოვა, შვეიცარია, ისრაელი, ნიდერლანდები, ფინეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი.

დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა – უკრაინა ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.

გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას პირველ ნახევარფინალში შეეძლებათ ხმის მიცემა, უკრაინას, ესპანეთს და ბრიტანეთს კი – მეორე ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 9, 11 და 13 მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში გაიმართება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა