გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის ანგარიში არის საკმაოდ პოზიტიური და პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით

ნახვები: 479 ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის ანგარიში არის საკმაოდ პოზიტიური და პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით

ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ყველა პროცედურის დაცვით ევროპულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი კითხვარი, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება გამოქვეყნდა 2022 წლის ივლისში და რომლის შესაბამისადაც, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.

ამჯერად, ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასების მორიგი ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.

ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა