პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ბორის ჯონსონი - უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოვხსნით საქართველოსა და მთელ ევროპაშიც

ნახვები: 507 ბორის ჯონსონი - უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოვხსნით საქართველოსა და მთელ ევროპაშიც

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოიხსნება საქართველოსა და მთელ ევროპაში. ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს გააკეთა.

„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, როდესაც პუტინს უკან გადაისვრიან, ჩვენ მოვხსნით რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ სიცხადეს შემოვიტანთ და დავამყარებთ სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ჩვენ ბოლოს მოვუღებთ საბედისწერო ორაზროვნებას, რომელმაც უბიძგა პუტინს კატასტროფული შეცდომისკენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დასავლეთი თუ კიევს არ დაეხმარება, მაშინ პუტინი დარჩება საფრთხედ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნისა და რეგიონისთვის.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა