გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გივი მიქანაძე - კახა კალაძე უალტერნატივოა, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ შეუძლიათ

ნახვები: 775 გივი მიქანაძე - კახა კალაძე უალტერნატივოა, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ შეუძლიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის მოსაზრებით, კახა კალაძე არჩევნების პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, კალაძე მერობის უკონკურენტო კანდიდატია. მიქანაძის თქმით, ოპოზიცია ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს.

„თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერენ ან საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ რამდენიმე, რადგან კახი კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ და ვერ შეუძლიათ, რადგან თავად ოპოზიციაშია დიდი განსხვავებები და პოზიციების თანხვედრა ვერ ხდება. როცა პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლებაში თუნდაც კოალიციურად მოვიდნენ, საზოგადოებისთვის ესეც იმის დამადასტურებელი იქნება, როგორ ვერ აბამენ თავს ვერაფერს და მათი მხრიდან გამოთქმული ეს მოსაზრებები წინასწარვე განწირული იქნება, რადგან საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად აფასებს", - განაცხადა მიქანაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა