უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ლევან ხაბეიშვილი - დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწვეს მოსამართლეს, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე

ნახვები: 553 ლევან ხაბეიშვილი - დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწვეს მოსამართლეს, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე

ამ თვეების განმავლობაში იწელებოდა ეს პროცესები ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად დასრულებულიყო, ყოველდღიურად მძიმდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ფაქტობრივად, უკვე ბოლოში გავიდა პროცესი და დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწვეს მოსამართლეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლე თუ მიიღებს სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, პარტიის გეგმა უკავშირდება მოქმედებას.

„მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთებას. ის აკეთებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. იცით, რომ მზად არის, მაგალითად, პოლონეთის ხელისუფლება, თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა. მეორეა, რომ მოსამართლემ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან, ბიძინა ივანიშვილის გავლით. ეს ორი არჩევანია გასაკეთებელი და დაველოდოთ. გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრობას და სახალხო პროცესს. ცხადია, საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება. ცხადია, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა