4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა კერესელიძე - ქართული პოლიტიკა შოუს და სანახაობას დაემსგავსა

ნახვები: 496 შალვა კერესელიძე - ქართული პოლიტიკა შოუს და სანახაობას დაემსგავსა

პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ სახელისუფლო კრიზისის ფონზე ხელისუფლება არაერთ შეცდომას უშვებს.

მისი თქმით, ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობით, ყურადღება ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე გადააქვს, რაც მოსახლეობას რეალურად არ აინტერესებს

„სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა შოუს და სანახაობას დაემსგავსა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება სახელისუფლებო კრიზისში იმყოფება. იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე გადააქვს, რაც მოსახლეობას რეალურად არ აინტერესებს. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა ხელისუფლებამ ისეთი შეცდომების დაშვებაც კი დაიწყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს აზიანებს და, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, რუსული რეკომენდაციების შესრულებაც კი დაიწყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების შიშიდან გამომდინარე, უარი თქვით საარჩევნო სისტემაში ბევრ დემოკრატიულ და სამართლებრივ ცვლილებებზე, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზეც. ეს ქმედებები ღიად ცხადყოფს, რომ მითვისებული გაქვთ საარჩევნო სისტემა და თქვენს საკუთრებად მიგაჩნიათ“, –  განაცხადა კერესელიძემ.

დეპუტატმა ომბუდსმენის არჩევაზეც ისაუბრა.

„არც სახალხო დამცველის თანამდებობაზე გსურთ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის შერჩევა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა დასაწყისშივე განაცხადა, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა. გინდოდათ, პროცესი მოჩვენებითად გამჭვირვალე ყოფილიყო, ხოლო შემდეგ ხელოვნურად ჩიხში შეიყვანეთ და პროცესი საბოლოოდ ჩააგდეთ“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დეპუტატ შალვა კერესელიძის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა