პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ შეწყდა

ნახვები: 504 მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ შეწყდა

საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც საქართველოს მთავრობა ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნას ითხოვდა, საქმე შეწყდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განჩინებაშია აღნიშნული, საქმის შეწყვეტის მიზეზი გახდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

„კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა