გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ნიკოლოზ სამხარაძე - ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება

ნახვები: 480 ნიკოლოზ სამხარაძე - ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებები მისასალმებელია. მისივე თქმით, ეს მეტყველებს, რომ საქართველო ამერიკისთვის სანდო პარტნიორია.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ასევე მისასალმებელია, როცა ამერიკული მხარე აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიებში.

„ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ძალიან დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა. მისასალმებელია განცხადება, განსაკუთრებით საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის გაიოლების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ამერიკისთვის ძალიან სანდო პარტნიორია. ასევე ხაზგასმული იყო ჩვენი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში. მისასალმებელია, როცა ამერიკული მხარე აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიებში – იქნება ეს კოსოვოში, ერაყში თუ ავღანეთში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი მეტყველებს, რომ ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს არანაირი დაშორება არ ხდება. ეს კარგად დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის შედეგია. ერთ-ერთი გამოწვევაა გამკლავება დეზინფორმაციასთან, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას დასავლეთში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ოფიციალური დახვედრის ცერემონია პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა