4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა

ნახვები: 496 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 831-ს მიაღწია, - ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია.

სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 513 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 166 -მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1 347 - სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მიწისძვრიდან 119 საათის შემდეგ, თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა