კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„კრედიტ სუისმა“ რუსეთის 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა

ნახვები: 582 „კრედიტ სუისმა“ რუსეთის 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა

შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა, „კრედიტ სუისმა“ რუსეთის 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა.

შვეიცარიული მედიის ცნობით, ეს არის ბევრად დიდი რაოდენობის აქტივები ვალუტაში, ვიდრე ოფიცილურად იყო ცნობილი. ოფიციალურად შვეიცარიულ ბანკს გაცხადებული ჰქონდა, რომ 8.1 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები ჰქონდა გაყინული.

აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მოქცეულ ადამიანებს ეკუთვნით, დანარჩენი აქტივები კი რუსების ფულია, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნების შეზღუდვების ქვეშ არიან.

ამასთან, შვეიცარიაში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 15 ქონება დაყადაღდა. საერთო ჯამში, დროებით ჩამორთმეული აქტივების რაოდენობამ თითქმის 50 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა