გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის

ნახვები: 478 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მადლობას უხდის ყველა ქვეყანას, რომელიც თურქეთს მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში და არ გვივიწყებენ ლოცვის დროს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 81 000-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულების დიდი ნაწილი კი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა