რობინ დანიგანი - ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მაია სანდუ - საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე
გიორგი გახარია - როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ?
მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს
გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს
ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა

მირცხულავა: ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეკლესიის მესვეურ სექტას, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - ,,პირი ღვთისად" წოდებული, მის წინაშე მუხლებზე დასამხობად სჭირდება? არა, ბიზნესითვის უნდათ

03.08.2021 ნახვები: 693

„მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მეუფე სპირიდონის ვედრებას შეისმენს, ან შიოს კომფორმისტულ აფერისტობას, ან იქნებ სტეფანეს მოუწონებს ტაძრიდან ქალის გაძევებას მარია მაგდალინელის არსებობის დამვიწყებელს?",- ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა "facebook"-გვერდზე, ანჩისხტთან დაკავშირებულ პროცესებზე წერს.

ანალიტიკოსი, წერს, რომ ანჩისხატი არა ეკლესიის არამედ სახელმწიფო საკუთრებაა.

„და რატომ ჰგონიათ საპატრიარქოს - გნებვთ პატრიარქს, პრემიერ-მინისტრს, კულტურის მინისტრს, რომ ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - ,,პირი ღვთისად" წოდებული, არის ეკლესიის და არა ქართული სახელმწიფოსი? ცხადია, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მზაკვრულ გარიგებას საპატრიარქოსთან - ანტიქრისტიანულ სექტასთან, რომელიც დღეს მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. რისი მომვლელია საპატრიარქო, რომელიც ცალკე ეკლესიების და ცალკე სახელმწიფიოს ძარცვით არის დაკავებული?
ის რასაც ეკლესიის საგანძურს ეძახიან არ არის ეკლესიის - სახელმწიფო საგანძურია ეგ. საკმარისია უკვე ეს, სახელმწიფოს დაუსრულებელი, უკიდეგონაო მტრობა, რომელიც ხელისუფლებების რწმენაში ყოფნით არის შეფუთული. რამოდენიმე ხნის წინ გორისა და ატენის ეპარქიას 10 ათასი კვმ მიწა გადაეცა. სულ მიწაზე შრომით უკლავს თავს მეუფე ანდრია. მორიგი ბიზნეისთვისაა ესეც.
იმ პირობებში როდესაც თვითმმართველობები მოსახლეობისთვის დახმარებებს ვერ ახერხებენ, წლიდან წლამდე ასობით ათას ლარს აძლევენ ადგილობრივ ეპარქიებს. ამ ყბადაღებულ 25 მილიონზე თუ არაფერს ვიტყვი, რომელიც თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ძარცვაა. მათ შორის იმ უმცირესობების, რომელსაც ხან ტაბურეტით, ხან კომბლით და ხან მარბიელი რაზმებით დასდევს მეუფე შიო, მეუფე იკობი და მიათი ყაჩაღთა რაზმი.
გეყოთ! არ აქვს ამ ხელისუფლებას ის ლეგიტიმაცია, რომ მან ეროვნული საგანძურს რაიმე ფორმით ხელი ახლოს. არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ გახლავთ იმ ავტორტეტის, რომ რაიმე მოითხოვოს ჩვენგან - დიახ, ჩვენგან, რადგან სახელმწიფო ჩვენ ვართ - საქართველოს მოქალაქეები და არა ღარიბაშვილი და მით უფრო წულუკიანი.", -წერს მირცხულავა

ანალიტიკოსი, საპატრიარქოს ბრალს უყენებს და ამბობს, რომ ანჩისხატად წოდებული ხელთუქმნელი ხატი მათ არა სალოცავად არამედ ბიზნესისთვის სჭირდებათ.

„ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეკლესიის მესვეურ სექტას, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - ,,პირი ღვთისად" წოდებული, მის წინაშე მუხლებზე დასამხობად სჭირდება? არა, ბიზნესითვის უნდათ.
სინოდში ხომ დღესაც უხვად სხედან ის მიტრიპოლიტ-ეპისკოპოსები ბერ გაბრიელს შლეგს, გიჟს, შეურაცხადს ეძახდნენ. მერე წმინდანად შერაცხეს - განა იმიტომ რომ ასე სწამდათ - ბიზნესად გამოყენეს. ერთი კვირით "ამოსაფლავებული" ბერი 40 დღე ესვენეათ სამებაში და მილიონები აკეთეს. ყველამ იცის როგორ აგროვებდნენ სოფლის მღვდლები მრევლს თბილისში იძულებით წამოსაყვანად და ბოლო ლუკმის ფულსაც სამებაში ატოვებიდნედნენ.
იგივე რამისთვის უნდათ ეს ხატი - ფულის საკეთებლად. ხატად კი არ მიაჩნიათ მართლა - არამედ ფულის საჭრელ "სტანოკად". ქართული-რუსული ეკლესიის მისტერიად იქცა ძვლებით და ხატებით ბიზნესის კეთება.",- წერს ანალიტიკოსი

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან ეს საარჩევნო ხმებისთვის ბრძოლას ნიშნავს.

„ხატი უშველის ამათ უკუღმართობას და უღმეოთოებას? მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი როგორ შეისმენს მეუფე იოანე გამრეკელისას, რომელიც ძველ აღქმაში ცხოვრობს და შვილის დასჯასა და მოვკლას პროპაგანდირებს? მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მეუფე სპირიდონის ვედრებას შეისმენს, ან შიოს კომფორმისტულ აფერისტობას, ან იქნებ სტეფანეს მოუწონებს ტაძრიდან ქალის გაძევებას მარია მაგდალინელის არსებობის დამვიწყებელს? გავაგრძელო ამ უკუღმართი სექტანტების სახელების ჩამოთვლა?
ხელისუფლება რას გვეთამაშება ეს გასაგებია - საარჩევნო ხმებს. ახლა ოპოზიციის პოზიცია მინდა, გინდა 1 პროცენტიანი და გინდა 30-ის. თქვენ გაქვთ იმის ლეგიტიმაცია დაუჭიროთ მხარი ამ პროცესს?
საკმარისია! საკმარისია! საკმარისია!"-წერს მირცხულავა

შეგახსენებთ,
კულტურის სამინისტროს და პრემეირ-მინისტრს დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია-II წერილით მიმართა.წერილში პატრიარქი, მათ ანჩისხატის გადატანას ხელოვნების მუზეუმიდან ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანებას სთხოვს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა