გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

იან სტოლტენბერგი - გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე

ნახვები: 479 იან სტოლტენბერგი - გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე

ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გაგრძელდება დაახლოება ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა.

„ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა