გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტის დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

ნახვები: 479 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტის დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და საკუთარი გამარჯვებისთვის და რომ რუსები ვერასოდეს მოახერხებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას.

 

„რუსებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს მიაღწევენ უკრაინის დაპყრობას, როგორც ამას იმედოვნებდნენ. ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის. რაც უფრო სწრაფად მივაღწევთ გამარჯვებას , მით ნაკლები მსხვერპლი გვექნება. 2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამას ჩვენთვის სარგებელი არ მოუტანია. მინსკის შეთანხმებებმა პუტინს დრო მისცა მოსამზადებლად. აღარ გავებმებით იმავე ხაფანგში. ჩვენი ჯარისკაცები უფრო მოტივირებულები არიან, რადგან იცავენ თავიანთ ოჯახებს, სახლებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, ღირს თუ არა ხალხის დაკარგვა პატარა ქალაქ ბახმუტის დასაცავად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტოს დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა იმისთვის, რომ ყველა დაიხოცოს.

„ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ გონივრული იქნება. რუსებს შემდეგ სურთ განაგრძონ შეტევა კრამატორსკსა და სლავიანსკამდე, დონბასის საზღვრებამდე და დნეპრამდე. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ და ამავდროულად ვემზადებით შემდეგი კონტრშეტევისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა