სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი

ნახვები: 500 ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სწორედ ახლა უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა.

ზელენსკიმ კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოკავშირეობა მშვიდობას აძლიერებს.

„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარე წელს ყველაფერი რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. ეს ომი ცხრა წლის წინ დაიწყო, ფართომასშტაბიანი ომი კი – გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ამ წელს შესაძლებელი იყოს, დაესვას წერტილი რუსეთის აგრესიას, გათავისუფლდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და როგორც ჩვენმა სახელმწიფომ, ისე ევროპის ყველა ერმა, რომელსაც თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრება სურს, მიიღოს საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. ამისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები ცნობილია. ჩვენი საბრძოლო საჭიროებები ამისთვის ცნობილია. ჩვენი პარტნიორებისთვის ასევე კარგად ცნობილია, თუ რა აქტიური მოქმედებებია ამისთვის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, ფრონტზე ჩვენი მეომრების მოქმედებები. საჭიროა მხოლოდ სიმტკიცე. დღეს მე დავინახე პრეზიდენტ ბაიდენის და ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი სიმტკიცე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც მისი თქმით, გააძლიერებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მუშაობს შორ მანძილზე მოქმედი და სხვა სახის შეიარაღების მომარაგებისთვის.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი მოვლენებია დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა