4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ნახვები: 497 ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროცედურულად, ხვალ ან ზეგ გადააგზავნიან, კვირის ბოლოს ან ორშაბათს გვეცოდინება, რომელ შემადგენლობას დაეწერება ეს საქმე. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მეგონა, მოსამართლე იღებდა საქართველოში გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის, მარია ზახაროვას გუშინდელი განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ მარია ზახაროვა იღებს ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას, კრემლის კაბინეტებში მიიღება გადაწყვეტილება. ეს განცხადება იყო პირდაპირი მტკიცებულება, რომ საქართველოს არც ხელისუფლება ჰყავს და არც სასამართლო. უნდა გავიაროთ გარკვეული ინსტანციები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა სტრასბურგის სასამართლოში. თავად ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა