პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა

ნახვები: 507 ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დიდ შეცდომას უწოდებს.

ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში მისვლისას განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ, ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.

2010 წელს გაფორმებული შეთანხმება ორი ქვეყნის ბირთვულ შეიარაღებაზე ლიმიტს აწესებს. 2021 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა შეთანხმება ხუთი წლით გაახანგრძლივეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა