4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ილია დარჩიაშვილი - საქართველო მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას, სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს

ნახვები: 495 ილია დარჩიაშვილი - საქართველო მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას, სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო თავდასხმა საერთაშორისო წესრიგზე. ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ის პრინციპები, რაზეც ეს ორგანიზაცია დგას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა თავის გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრედ რჩება.

„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. საქართველოს ეს რეგიონები რჩება დაუცველობის მუდმივ წყაროდ. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრედ რჩება, რაც ერთის მხრივ, ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას“, – განაცხადა დარჩაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილმა „მშვიდობისა ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით.

„უკრაინას, ჩვენს ქვეყნებს და ხალხს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვდგავართ უპრეცედენტო მასშტაბის გლობალური გამოწვევების წინაშე – კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემია, ტერორიზმი, რაც მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას, ძალიან ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეუძლია და უნდა გააკეთოს გაერო-მ.

მინდა, ხაზი გავუსვა „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ ინიციატივას. საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევაში და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების ინიცირება და განხორციელება მოახდინა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა