გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გაეროს გენმდივანი - რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა

ნახვები: 478 გაეროს გენმდივანი - რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა

ეს შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, სადაც უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას განიხილავენ, რომელიც უკრაინიდან რუსეთის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასვლას მოითხოვს.

გუტერეშის განცხადებით, ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას.

"თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი ძალიან იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის აუცილებლობას, გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა