პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

კელი დეგნანი - უკრაინელი ხალხის სიმამაცემ აჩვენა, რომ მტკიცედ იბრძვიან ქვეყნის დასაცავად, საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის გვერდით

ნახვები: 503 კელი დეგნანი - უკრაინელი ხალხის სიმამაცემ აჩვენა, რომ მტკიცედ იბრძვიან ქვეყნის დასაცავად, საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის გვერდით

ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომით სცადა რუსული იმპერიის აღდგენა, მალე გამოჩნდა, რომ ის ძალიან შეცდა, –  განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ამერიკა და სხვა ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში.

„უკრაინელი ხალხის სიმამაცემ 365 დღის განმავლობაში აჩვენა, რომ ისინი იბრძვიან მტკიცედ საკუთარი ქვეყნის დასაცავად და მზად არიან, დაიცვან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კულტურული იდენტობა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ბაიდენს, საერთაშორისო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ერთიანი პასუხი ჰქონდა პუტინის სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმაზე უკრაინელი ხალხის მიმართ. ნახეთ, რომ პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა კიევში, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა დგას ძლიერად, უკრაინა დგას ამაყად და, რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა დგას თავისუფალი. ეს ერთი წელი არის იმის შეხსენება, რომ ჩვენ, ყველამ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშაოთ, როგორც მუშაობს ამერიკა ერთ წელზე მეტია, რომ აღადგინოს რეგიონში მშვიდობა, აღადგინოს პატივისცემა იმისა, რასაც ჰქვია სუვერენიტეტი და სუვერენული ერის მისწრაფება, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ეს არის საკვანძო და სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკა და ამდენი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენულობა, იდენტობა და თავისუფლება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარების გაწევით და ეს ძალიან დასაფასებელია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რათა უკრაინელების საჭიროებებს უპასუხოს.

„ჩემმა ქვეყანამ და სხვა ქვეყნებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ვთხოვეთ ყველას, შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ უკრაინას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. საოცრად დასაფასებელია ქართველი ხალხის პასუხი, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, უპასუხოს უკრაინელი ხალხის საჭიროებებს უკრაინაშიც და აქაც, საქართველოშიც.

საქართველოს მთავრობამ უპასუხა ინდუსტრიული გენერატორების გაგზავნით იმ დროს, როცა ეს უკრაინელებს ძალიან სჭირდებოდათ, უპასუხა გუშინაც კი, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან და შეწყვიტოს ბრძოლა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარების გაწევით და ეს ძალიან დასაფასებელია. ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რომ ასეთ დროს უკრაინელების საჭიროებებს უპასუხოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა