Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია
დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი
ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ
ზელენსკი: პუტინისთვის სანქციების მოხსნა მას გააძლიერებს – უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს
ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა

თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ნახვები: 508 თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დამნაშავედ ცნო.

თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიუსაჯა.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და ვფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს 8 წელი მიესაჯა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან თურქი ბიზნესმენის ახლობლებიც.

„დღევანდელი დღით აღშფოთებული ვართ, სასამართლოს ამ განაჩენს არ ველოდებოდით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა სწორი, ამას ადვოკატები გაასაჩივრებენ. არავის უფიქრია იმ თანამშრომლებზე, რომელთა ხელმძღვანელი უკანონო პატიმრობაშია. რა ეშველება ათასობით ადამიანს, რომელიც იქ დასაქმებულია და მათ უკან ოჯახებია”, - განაცხადეს „მეტრო სითის“ თანამშრომლებმა, რომლის მფლობელიც გალიფ ოზთურქია.

საქმის პროკურორის, ლევან მურვანიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია.

როგორც პროკურორი აცხადებს, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.

ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავებოდა. ამასთან, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს, წარდგენილი რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა