ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

საქართველოს ეროვნული ბანკი - 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი

ნახვები: 510 საქართველოს ეროვნული ბანკი - 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი

ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა, ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაწესება მიზნად ისახავს მათი შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და ის 2020 წლიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:

•    კომერციული ბანკი 11
•    საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 12
•    საბროკერო კომპანია 5
•    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 32
•    ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 3
•    სესხის გამცემი სუბიექტი 6
•    ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 112.

ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა