უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კვარაცხელიასა და ოსიმენის ფასი 300 მილიონი ევროა

ნახვები: 553 კვარაცხელიასა და ოსიმენის ფასი 300 მილიონი ევროა

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა, შესაძლოა, „ნაპოლი“ გაყიდოს. ამასთან დაკავშირებით Gonfialarete-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ გუნდური სატრანსფერო ფასის ზრდაზეა საუბარი.

დე ლაურენტისი „ნაპოლის“ ყიდის? რა ეღირება გუნდი, თუ მხოლოდ კვარაცხელიასა და ოსიმენის ფასი 300 მილიონია

„ყველაფერი ცვალებადია, მათ შორის „ნაპოლის“ გუნდური ღირებულებაც – ის კი სწრაფად იზრდება, თამაშიდან თამაშამდე: მოთამაშეები ძალიან კარგები არიან, სპალეტი – არაჩვეულებრივი. „ნაპოლის“ მწვრთნელის ხელში ყველა მოთამაშე საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ ამჯერად მან საკუთარ თავსაც აჯობა.

იმის გათვალისწინებით, რომ მოთამაშეთა ფასს ყოველთვის კლუბი ადგენდა, დე ლაურენტისი, ფაქტობრივად ცაში აფრინდა. საერთო ჯამში, გუნდის ფასი გაორმაგდა – მოთამაშეთა ღირებულება ზაფხულში 408 მილიონ ევროდ ფასდებოდა, დღეს კი „ნაპოლის“ საბაზრო ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

ზაფხულში 10 მილიონად ნაყიდი კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ახლა 10-11-ჯერ ძვირი ღირს: მისი ფასი სულაც არაა ადვილი გასარკვევი და ის ისევე არ იყიდება, როგორც ოსიმენი. უცნაური არ იქნება იმის თქმა, რომ ახლა ლაურენტისის ორივე ფეხბურთელი ერთად თითქმის 300 მილიონი ღირს. წინ ჯერ კიდევ ჩემპიონატის 14 მატჩია, ასევე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები და გუნდის საბაზრო ღირებულება ისევ იზრდება“, – წერს გამოცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა