4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

„ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?” - ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს

ნახვები: 495 „ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?” - ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს

ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?, – ასე მიმართავს „მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარტია „მოქალაქეების” წევრ ლევან იოსელიანს, რომელიც პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.

„როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ:

 
 

 

ლევან იოსელიანი, როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე? (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციას არ გკითხავ). სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვანება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ. თან “პოლიტ” თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო.

თამუნა კორძაია, მოვისმინე შენი პოზიცია ლევანთან დაკავშირებით და თუ პასუხი ვერ მივიღე, შენ უნდა მომიპოვო რამენაირად. უნდა გამიგო, ჩემთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად. არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული; ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო. ასე რომ, ამ ვითარებაში სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა. შენ რომ ამის არ გეშინია, ვიცი. ხოდა, დამეხმარე იმის გარკვევაში, რა მელოდება”, – წერს ნიკა გვარამია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა