გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

ნახვები: 808 გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

74 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას სეფერთელაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“.

სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში. 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.

თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა