გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ბერლინის მერი ფრანცისკა გიფაი - მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი ქვეყანა

ნახვები: 480 ბერლინის მერი ფრანცისკა გიფაი - მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი ქვეყანა

გულწრფელად მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი ქვეყანა. განსაკუთრებით მოგესალმებით თქვენ, ბატონო ირაკლი, – ამის შესახებ ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფაიმ ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის მასპინძელიც საქართველოა.

ბერლინის მერის თქმით, თბილისსა და ბერლინს ძალიან ბევრი მსგავსება აქვთ.

„ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს. საქართველო იყო განსაკუთრებული სტუმარი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ახლა მაქვს საშუალება, რომ ამ საოცარ ქვეყანას კიდევ ერთხელ გავეცნო. მინდა, რომ ქართველებმა, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბერლინში თავი სახლში იგრძნონ, ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი თვალწარმტაცი, მთიანი ბუნება გვაქვს, როგორიც საქართველოშია“, – განაცხადა გიფაიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა