4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში

ნახვები: 496 პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. 

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში მე დამეკისრა დიდი პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. მინდა, ყველა თქვენგანს, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ მიმართ, მადლობა გადაგიხადოთ, – ასე მიმართა ახალარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანის დეპუტატებს.

იოსელიანის თქმით, ის იქნება ყველას სახალხო დამცველი.

„სიმართლე გითხრათ, გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, რაც გინდათ, ის დაარქვით. მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში, ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ეს ნდობა გამომიცხადეთ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი – სახალხო დამცველი, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არცერთი წავიდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა