პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ირაკლი კობახიძე - კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება

ნახვები: 503 ირაკლი კობახიძე - კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება - პროცედურებთან დაკავშირებით საუბარი ცარიელი სპეკულაციებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით მკაფიო გარანტიებია საჭირო.

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით პროცედურები მხოლოდ ტექნიკური საკითხია.

 

„პროცედურებთან დაკავშირებით საუბარი ცარიელი სპეკულაციებია. ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიცირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით, ანუ პროცედურა არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია, აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი ტექნიკური საკითხია. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, რათა ძალადობრივი მუხტი შექმნას, ის არის თანაზიარი პასუხისმგებლობისა, რომელიც შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. ყველას, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა გადაწყვეტილების მიზეზი და განაცხადა, რომ ხელისუფლებას თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება „არაფრის ფასად არ უღირდა“.

 

„გუშინ და გუშინ წინ ძალადობრივი ფაქტები იყო, იყო რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იყო კონკრეტული მოლოდინები რისკებთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერზე, სადაც გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და სერგი კაპანაძე სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლის გეგმაზე საუბრობენ. კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რა იყო გეგმა.

 

„კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რა იყო გეგმა, მიზანი, რა იგეგმებოდა ბაკურიანში შეხვედრაზე. სწორედ ამის განხორციელების მცდელობა იყო გუშინ და გუშინ წინ. ამას ვერასდროს განახორციელებენ. მაგრამ მათ აქვთ რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მათი ბუნება ეს არის - მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად გაწირონ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე. არაფერს მოერიდებიან, ასეთები იყვნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ (ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“), დღესაც ესაა მათი ბუნება, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს. ახალგაზრდები გაწირეს იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია. ეს არის მათი ბუნება. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინ წინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენეს სახელმწიფომ და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა. მათ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა