უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

რადოსლავ სიკორსკი - სააკაშვილის საკითხზე უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა, არის შეთავაზება პოლონეთის ხელისუფლებისგან, რომ გაიგზავნოს ექიმების ჯგუფი საქართველოში, იმედია, ეს იმუშავებს

ნახვები: 552 რადოსლავ სიკორსკი - სააკაშვილის საკითხზე უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა, არის შეთავაზება პოლონეთის ხელისუფლებისგან, რომ გაიგზავნოს ექიმების ჯგუფი საქართველოში, იმედია, ეს იმუშავებს

სააკაშვილის საკითხზე ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა. როგორც ვიცი, არის შეთავაზება პოლონეთის ხელისუფლებისგან, რომ გაიგზავნოს ექიმების ჯგუფი საქართველოში, რაც ძალიან კარგია და იმედია, ეს იმუშავებს, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან სტრასბურგში, ევროპარლამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გააკეთა, რომელიც ევროპარლამენტის ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის, Renew Europe-ის მიერ არის ორგანიზებული.

„დღეს რუსეთში უფრო მეტი პოლიტპატმარია, ვიდრე ბრეჟნევის პერიოდში იყო. ჩვენ ვიცოდით, საითკენ მიდიოდა საქმე, რუსეთის ხელისუფლებამ და პუტინმა თავდაყირა დააყენა სოციალური ღირებულები. როდესაც მან ანდროპოვი გადააქცია სამაგალითო ადამიანად და კაგებეს ყოფილ შტაბბინაში მიაგო პატივი, სწორედ მაშინ ჩვენ ყველას გვქონდა შეგრძნება, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა. რუსეთს ახასიათებს იგივე, რაც სხვა დიქტატორულ რეჟიმებს, რომ ყველაზე უარესი ნაწილი არის წინ წამოწეული და საუკეთესო ხალხი ციხეშია. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს სპეციალური ტრიბუნალის იდეას, რათა ადამიანები გასამართლდნენ ადამიანთა უფლებების დარღვევებისთვის, ასევე, აგრესიის დანაშაულებებისთვის, რომელიც ჩადენილია უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული. შოკირებული ვარ, რომ ევროკავშირი ასეთი პასიურია. ძალიან გთხოვთ, გვითხარით, რისი გაკეთება შეგვიძლია. რეზოლუცია მივიღოთ? წერილით მივმართოთ ევროკომისიას? ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს ხვდება ჩემს პოლიტიკურ ჯგუფს და თუ რამე შემიძლია პირადად ვუთხრა და გადავცე, რათა ვუბიძგო ქმედებებისკენ, ძალიან გთხოვთ, მითხარით. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა. როგორც ვიცი, არის შეთავაზება პოლონეთის ხელისუფლებისგან, რომ გაიგზავნოს ექიმების ჯგუფი საქართველოში. ეს ძალიან კარგია და იმედია, ეს იმუშავებს.

ჩვენ უნდა შევინარჩინოთ ზეწოლა, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე და მოვიპოვოთ თავისუფლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს უნარი, გააპროტესტოს უსამართლობა და ომი. ისინი უნდა გათავისუფლდნენ და უნდა იყვნენ საკუთარი საზოგადოების გმირები. ეს ისევ და ისევ მათი საზოგადოების საკეთილდღეოდაა. ეს უნდა იყოს ხალხი, ვისაც უნდა მიბაძონ და ისინი ციხეში არ უნდა იყვნენ“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა