4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხათუნა სამნიძე - კანონის უკან გაწვევის შემდეგ შეწყვიტეთ მასზე საუბარი და გადავიდეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე

ნახვები: 495 ხათუნა სამნიძე - კანონის უკან გაწვევის შემდეგ შეწყვიტეთ მასზე საუბარი და გადავიდეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე

პარლამენტის წევრმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, სიძულვილის ენით საუბრის ნაცვლად, პარლამენტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება დაიწყოს.

სამნიძის თქმით, თავდასხმები მათზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მმართველი გუნდის მიერ წახალისებული პრაქტიკაა.

„დღეს რომ სიძულვილი და ზიზღია მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართული პოლიტიკის, ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. თუ თქვენ გსურთ, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, თქვენგან არ უნდა ისმოდეს და, მათ შორის, ამ ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერისგან და პარტიის თავმჯდომარისგან, რომ ვიღაც ქვეყნის მტერია და ებრძვის ამ ქვეყნის ტრადიციებს. თქვენ ახალისებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სხვისი განსხვავებული აზრი არ მოსწონს და შეურაცხყოფა, თავდასხმები მათზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს არის თქვენ მიერ წახალისებული პრაქტიკა.

რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ კანადა და სხვა ქვეყნები აპირებენ იმ კანონის მიღებას, თქვენ აქ რა კანონიც დააინიცირეთ, იყო რუსული პრაქტიკა და მთლიანად რუსული გეგმა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნები ლაპარაკობენ მათ მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებზე და გარდა ამისა, წლებია, მსჯელობენ ამ საკითხზე. თქვენ კიდევ განხილვის დროს ადამიანები არ შემოუშვით კომიტეტზე, რომლებსაც პირდაპირ ეხებოდათ ეს კანონი და ჰქონდათ მასზე მოსაზრებები. თუ გვინდა, რომ დასრულდეს „მოღალატეების“ ძახილი, შეწყვიტეთ ამ კანონის უკან წაღების შემდეგ ისევ ამ კანონზე საუბარი და გადავიდეთ ამ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა