გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ჯერ ხო აქეთ-იქეთ აფრინეს და როგორც იქნა დასვეს, ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი რამე არ ყოფილა საერთოდ - რას წერს დავით ბუხრიკიძე?!

ნახვები: 782 ჯერ ხო აქეთ-იქეთ აფრინეს და როგორც იქნა დასვეს, ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი რამე არ ყოფილა საერთოდ - რას წერს დავით ბუხრიკიძე?!

"ამ 30 წლის განმავლობაში,რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ასეთი რამე არ ყოფილა საერთოდ.", - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძე წერს. 

 

"ჯერ ხო აქეთ-იქეთ აფრინეს და როგორც იქნა დასვეს თვითმფრინავი,მერე აეროპორტში ანალენა ბერბოკს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაახვედრეს (ქვეყანაში ბადრი პატარკაციშვილის დის შვილად რო იცნობენ), კიდევ, აეროპორტის გზაზე არ იყო გერმანიის სახელმწიფო დროშები გამოკიდული. ამ 30 წლის განმავლობაში,რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ასეთი რამე არ ყოფილა საერთოდ.", - წერს ბუხრიკიძე

 

ცნობისთვის, 

გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი.

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა