გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

"მეუფე იაკობი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს" - რას პასუხობენ აქციების მონაწილე ახალგზრდები მაღალი იერარქიის სასულიერო პირს

ნახვები: 800 "მეუფე იაკობი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს" - რას პასუხობენ აქციების მონაწილე ახალგზრდები მაღალი იერარქიის სასულიერო პირს

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები მეუფე იაკობის ქადაგებას პასუხობენ და ამბობენ, რომ საპატრირქო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. საუბარია მეუფე იაკობის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ მარტის აქციებზე გამოსული ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს.

"მწვანეების" თანადამფუძნებელი თამარ ჯაყელი ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღების აუცილებლობაზეც მეუფემ ისაუბრა, ცალსახად რუსეთისაზციის გზა იყო და შეცდომაში შეყვანილი არავინ ყოფილა. 

"პირველყოვლისა, ის ფაქტი, რომ ქადაგებისას მეუფე იაკობი საუბრობს არა, ვთქვათ, სოციალურ პრობლემებზე, არამედ ამ კანონზე და ცდილობს მოსახლეობის მოტყუებას, ეს ნიშნავს, რომ  საპატრიარქომ გადაწყვიტა, მიაწვეს ამ ნარატივს და შეიყვანოს მრევლი შეცდომაში. ის საუბრობს კანონზე, რომელიც ევროკავსირის ყველა მაღალჩინოსანმა შეაფასა რუსულ კანონად. ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა გვეუბენბა, რომ ეს კანონი იყო ცალსახად რუსეთიზაციის გზა და ერთადერთი გზა, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, არის ამ ლნონის და მსგავსი კანონების არმიღება, - ამბობს თამარ ჯაყელი. 

"სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" წევრი ლაშა ქვლივიძე სასულიერო პირს ურჩევს, ქადაგებებს მიხედოს და პოლიტიკაში არ ჩაერიოს. 

"ჩვენს თაობას აქვს იმის უნარი, რომ წაკითხულიდან აზრი გამოიტანოს და სწორად გაიგოს ამ კანონის რეალური მიზანი. იქ შეცდომაში შეყვანილი ნადმვილად არავინ იყო. ძალიან ცუდი შედარებები ივივე ამერიკულ კანონთან და იგივე კანადურ კანონთან. ეს კანონი თავისი არსით და თავისი მექანიზმით იყო ამ ხელისუფლების პირობებში რუსული და მეუფე იაკობს იმას ვურჩევდი, რომ თავის საქმეს მიხედოს, თავის ქადაგებებს მიხედოს და სამღვდელოება ამდენად არ უბნდა ერეოდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამბობს ლაშა ქვლივიძე  

მეუფე იაკობი - ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით, რა დღეში არიან - არ ფიქრობენ, პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან, გადახედონ, ძალა სად არის

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა